Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შორეული აღმოსავლეთი – წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის მიმართულება“ 2024 წლის 17-18 ოქტომბერს ატარებს მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „შორეული აღმოსავლეთი -წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები“.

კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესორ-მასწავლებლებს და დოქტორანტებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge.

კონფერენციის რეგლამენტი:  მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.

თეზისების გაფორმების წესი:  ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - დაახლოებით 250 სიტყვა.

საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი nana.gelashvili@tsu.ge; თათია მემარნიშვილი tatia.memarnishvili@tsu.ge